შეიარაღებული თავდასხმა

ბახტაძე ამერიკელებს ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაწერა.

"თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში", - წერს ბახტაძე.

აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ, ელ-პასოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მომხდარი სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 24 მოქალაქე. პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო ეჭვმიტანილი, 21 წლის წლის მამაკაცი.

კომენტარები