A$AP Rocky

ამერიკელი რეპერი A$AP ROCKY შვედეთის ციხეში პატიმრობის შემდეგ აშშ-ში დაბრუნდა

BLOOMBERG

ამერიკელი რეპერი A$AP ROCKY  შვედეთის ციხეში პატიმრობის შემდეგ აშშ-ში დაბრუნდა. ამის შესახებ bloomberg წერს

რეპერის კერძო თვითმფრინავი ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

2 აგვისტოს შვედეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით გაეთავისუფლებინა დაკავებული რეპერი. 

A$AP ROCKY განაჩენის გამოტანამდე, 14 აგვისტომდე იქნება თავისუფალი.

მუსიკოსი სტოკჰოლმში ივლისის დასაწყისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან და მისმა დაცვის წევრებმა ორ ადგილობრივს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა შვედურმა გაზეთმა და ვებ გვერდმა TMZ გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაჰყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს.

კომენტარები