მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში, ფუკუშიმას სანაპიროსთან 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

იაპონიის სანაპიროსთან, ქალაქ ფუკუშიმას მახლობლად 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ზღვის ფსკერიდან 50 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოშიც.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ გავრცელებულა ცუნამის საფრთხის შესახებ გაფთხილება.

NHK TV-ს მიხედვით მიწისძვრის შემდეგ ამოწმებენ ფუკუშიმასთან არსებულ ბირთვულ რეაქტორებს. 2011 წელს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. ამან რეაქტორების დაზიანება და რადიოაქტიური ნივთიერებებით მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის წმენდა ამ დრომდე გრძელდება და კიდევ 30 წელი დასჭირდება. 2011 წლის მიწისძვრას 16,000 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 2,500.

კომენტარები