ტურიზმი

ავია სანქციების შემოღების შემდეგ, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 10,794-ით შემცირდა

georgicatravel.ge

წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 10,794-ით შემცირდა. კლებამ 6,4 პროცენტი შეადგინა. სულ ამ პერიოდში საქართველოს 159,063 რუსეთის მოქალაქე ეწვია.

კლების მიუხედავად, რუსეთი ტურისტული ნაკადის რაოდენობით მაინც მეორე ადგილს იკავებს. უფრო მეტი ტურისტი საქართველოში მხოლოდ აზერბაიჯაინიდან შემოვიდა. ივლისში, რუსი ტურისტების აბსოლიტური უმრავლესობა საქართველოში, სახმელეთო გზით შემოვიდა, ამ პერიოდში, ლარსის გამშვები პუნქტით სულ 137,778 ადამიანი შემოვიდა. რაც რუსეთიდან შემოსული მთლიანი ტურისტული ნაკადის 86%-ია.

სულ საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზეტების რაოდენობამ 1,099,474 შეადგინა, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ია. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ივლისში საქართველოში სულ 570,482 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით მეტია.

კომენტარები