ქაშმირი

ინდოთი ქაშმირს სპეციალურ სტატუსს გაუუქმებს

AFP

ინდოეთის მთავრობა კონსტიტუციაში 370-ე მუხლის გაუქმებას აპირებს, რაც ჯამუს და ქაშმირი სპეციალურ სტატუსს ანიჭებს. 

370-ე მუხლი ჯამუსა და ქაშმირის შტატს მნიშვნელოვან ავტონომიას ანიჭებს - საკუთარი კონსტიტუცია; დროშა; საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და კომუნიკაციების გარდა ინდოეთის მთავრობისგან დამოუკიდებლობა სხვა დანარჩენ საკითხში. ჯამუსა და ქაშმირიში, დაახლოებით, 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მეტწილად, მუსლიმები. 

ინდოეთის შს მინისტრმა ამით შაჰმა თავდაპირველად თქვა, რომ საკითხს პარლამენტში განიხილავდნენ, თუმცა ბოლოს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შევიდოდა, რაც პარლამენტში დისკუსიას გამორიცხავს. შს მინისტრმა ისიც თქვა, რომ უსაფრთხოების საკითხის გამო შტატს ორ ფედერალური ტერიტორიად დაყოფდნენ - ჯამუ და ქაშმირი და ლადაქი.  

მმართველი ბჰარატაია ჯანატა პარტიის საარჩევნო კამპანიის დროს პრემიერმინისტრ მოდის ერთერთი დაპირება აღნიშნული კანონის გაუქმება იყო. მის პარტიაში რადიკალური რეფორმების გატარების მომხრენი იყვნენ, რადგან მათი თქმით, არსებული კანონები შტატს დანარჩენ ინდოეთთან ინტეგრაციას უშლიდა ხელს. ინდოეთის მთავრობის განცხადებას სასამართლო ექსპერტები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა. 

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინდოეთის მთავრობამ ათასობით ჯარისკაცი გააგზავნა შტატში და ტურისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მათ, სულ მცირე, პაკისტანის მიერ მხარდაჭერილი 5 სამხედრო პირი მოკლეს, რომლებიც მათ ძალებზე თავდასხმას ცდილობდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯამუსა და ქაშმირის ორ ყოფილ პრემიერმინისტრს მეჰბოობა მუფტის და ომარ აბდულას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. 

"დღეს ინდოეთის დემოკრატიის ყველაზე ბნელი დღეა... ამას კატასტროფული შედეგები მოყვება," - თქვა მუფტიმ

ჯამუსა და ქაშმირში საჯარო შეხვედრები, მობილური კავშირი და ინტერნეტიც შეზღუდეს.

ჰიმალაის რეგიონში სადავო ტერიტორიას ორი ბირთვული სახელმწიფო - ინდუსებით დასახლებული ინდოეთი და მუსლიმური პაკისტანი თავის ნაწილად განიხილავს, თუმცა მის ჩრდილოეთს პაკისტანი, ხოლო მის სამხრეთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს. ინდოეთმა და პაკისტანმა 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორჯერ იომეს. 

კომენტარები