რუსეთი

Vedomosti: რუსები საბჭოთა მთავრობის მიმართ უფრო დადებითად არიან განწყობილი, ვიდრე ამჟამინდელის

Daily Express

რუსული გამოცემა "ვედომოსტის" მიხედვით, "ლევადა-ცენტრის" გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იან წლების დასაწყისში მოქმედი საბჭოთა მთავრობის მიმართ უფრო დადებითად არიან განწყობილი, ვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.

კითხვაზე "დაასახელეთ საბჭოთა ხელისუფლების თვისება" რუსების 29% პროცენტი "ხალხთან სიახლოვეს" ასახელებს, 25% "სიძლიერეს", 22% "სამართლიანობას". რაც შეეხება იმავე შეკითხვას რუსეთის მოქმედი მთავრობის შესახებ, რუსების 41% "კრიმინალს და კორუფციას", 31% "ხალხისგან დაშორებას" და 24% "ბიუროკრატიას" ასახელებს.


ფოტო: ტაბულა

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მიუხედავად ამისა ოპოზიცია მომდევნო კვირას აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავს. მათ ქალაქის ცენტრში აქციის გამართვაზე კვლავ უარი უთხრეს და ალტერნატიული ლოკაცია გარეუბანში შესთავაზეს.

ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 10 აგვისტოს იგეგმება და ისინი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და მოსკოვის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას მოითხოვენ.

დაკავებულების ნაწილს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ადვოკატებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ერთ-ერთი დაკავბულის წინააღმდეგ საქმე პოლიციელისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებით აღიძრა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება მასობრივი არეულობის წამოწყების ბრალდებითაა დაწყებული, რაც რუსეთში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომენტარები