ტურიზმი

ივლისში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა და 57,216 შეადგინა

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,8%-ით გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა, უშუალოდ ტურისტების რაოდენობა კი 570,482 იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირიდანაც. ივლისში საქართველოში ჩამოსული ევროკავშირის მოქალაქეთა რიცხვი 57 ათასს აღემატებოდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ივლისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან შემოვიდა.

  • პოლონეთი — 11,552, ზრდა — 15,7%,  
  • გერმანია — 9,816, ზრდა — 33,7%,
  • დიდი ბრიტანეთი — 3,500, ზრდა — 5,1% 
  • საფრანგეთი — 3,002, ზრდა — 29,6%
  • ნიდერლანდები — 2,608, ზრდა — 8,3%
  • ჩეხეთი — 2,591, ზრდა — 3,5%
  • ლიტვა — 2,505, ზრდა — 20%
  • ლატვია — 2,106 ზრდა — 17,4%
  • საბერძნეთი — 1,862, ზრდა — 0,8%
  • იტალია — 1,935, კლება — 2,2%
  • ესპანეთი — 1,639, ზრდა — 20% 
  • ესტონეთი — 1,590, ზრდა — 23%
  • ავსტრია — 1,738, ზრდა — 27,9%
  • ბულგარეთი — 1,270, ზრდა — 0,2%
  • ბელგია — 1,257, კლება — 2,6%
  • შვეიცარია — 1,213, ზრდა — 40%
  • შვედეთი — 1,124, ზრდა — 8%
  • ნორვეგია — 884, ზრდა — 6,1%
  • უნგრეთი — 821, ზრდა — 16,3%
  • რუმინეთი — 799, კლება — 40%
  • დანია — 766, კლება — 1%
  • სლოვაკეთი — 706, კლება — 24%
  • პორტუგალია — 521, ზრდა — 58%
  • ფინეთი — 516, ზრდა — 18%
  • სლოვენია — 431, ზრდა — 7%
  • ირლანდია — 380, ზრდა —21%
  • მალტა — 79, ზრდა — 216%
  • ლუქსემბურგი — 57, ზრდა — 216%
  • ისლანდია — 20, კლება — 28%
  • ლიხტენშტეინი — 1, კლება — 50%

ცნობისთვის, ევროკავშირიდან ჩამოსული ტურისტული მაღალი საშუალო ხარჯვიანობით გამოირჩევიან. ევროკავშირის მოქალაქეების საშუალო დანახარჯი საქართველოში ორჯერ აღემატება მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯს.

კომენტარები