ბრაზილია

ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრემ თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციხიდან გაქცევა სცადა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრემ თავისი შვილის ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციდიხან გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

რიო დე ჟანეიროს ციხის უწყებამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც 42 წლის დამნაშავე კაცი ჩანს, რომელსაც შვილის ტანსაცმელი აცვია, სილიკონის ნიღაბი და ბიუსტჰალტერი უკეთია.

პოლიციის თქმით, დამნაშავის 19 წლის შვილს, შესაძლოა, ციხიდან გაპარვის ხელშეწყობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. 

ნარკობანდის ლიდერს, კლოდინო და სილვას, რომელსაც 73 წელი და 10 თვე აქვს მისჯილი, 2013 წელსაც ჰქონდა ციხიდან გაპარვის მცდელობა, ის ერთ-ერთი იყო იმ 31 პატიმრიდან, რომლებმაც საკანალიზაციო სისტემის მეშვეობით ციხიდან გაქცევა სცადეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ბრაზილიაში, როდესაც დამნაშავემ ვიზიტორი ციხეში დატოვა და თავად გაპარვა სცადა. შარშან პერუელმა ლტოლვილმა ტყუპი ძმა ციხიდან თავდასაღწევად გამოიყენა. ეს შემთხვევა მისი გაქცევიდან 1 წლის შემდეგ გამოაშკარავდა და შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში დამნაშავის მაგივრად სასჯელს მისი ძმა იხდიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები