წიგნები

გოლდინგი, იშიგურო, კისინჯერი - რას კითხულობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები

0 კომენტარი

უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონიდან" ჰენრი კისინჯერის "მსოფლიო წესრიგამდე" და კაძუო იშიგუროს "დღის ნარჩენებამდე". 

ნახეთ, რას კითხულობენ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები:

უორენ ბაფეტი

მსოფლიოში ერთეერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი და ბიზნესმენი უორენ ბაფეტი ამბობს, რომ ახლაც, 80-იან წლებში მყოფიც კი, ისე აქტიურად კითხულობს წიგნებს, როგორც უწინ. მისი თქმით, ის დღეში 500 გვერდამდე კითხულობს. თუმცა, წიგნი, რომელიც ბაფეტმა 19 წლის ასაკში წაიკითხა, დღემდე მისი ფავორიტია. 

ბენჯამინ გრაამის წიგნმა "ჭკვიანი ინვესტორი", რომელიც 70 წლის წინ გამოიცა, ბაფეტს ის ინტელექტუალური ჩარჩო და ემოციური დისციპლინა გამოუმუშავა, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ მულტიმილიარდერი გამხდარიყო. ამგვარად, წიგნის მეოთხე, 1973 წლის გამოცემას ბაფეტის წინასიტყვაობა და კომენტარები ახლავს. 

ჯეფ ბეზოსი

ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს კითხვა ძალიან უყვარს. მისი საყვარელი წიგნი კი არც მეტი, არც ნაკლები კაძუო იშიგუროს რომანი "დღის ნარჩენებია", რომელიც ბუკერის პრემიის მფლობელია. 

ბეზოსს სწამს, რომ ის მხატვრული ლიტერატურიდან უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ბიზნესის შესახხებ დაწერილი წიგნებიდან. თუმცა, ამასთან ჯიმ კოლინზის მიერ ბიზნესზე დაწერილი რამდენიმე წიგნი მის სიაში მაინც მოხვდა. 

ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი ბრიტანელი ნობელის ლაურეატი მწერლის, უილიამ გოლდინგის, წიგნის "ბუზთა ბატონის" ფანია. 1950 წელს დაწერილ რომანში ბრიტანელი სკოლის მოსწავლე ბიჭების ჯგუფი უკაცრიელ კუნძულზე მოხვდებიან, სადაც მათი გადარჩენისთვის ბრძოლა იწყება.

მასკის საყვარელ წიგნებს შორის ასევე ბიზნესზე დაწერილ წიგნებსა და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკებსაც შეხვდებით. 

ბრაიან ჩესკი 

ბრაიან ჩესკის ორი ფავორიტი წიგნი აქვს: ერთი ნიკ გებლერის "უოლტ დისნეი: ამერიკული წარმოსახვის ტრიუმფი" და უოლტერ ისააკსონის "სტივ ჯობსის ბიოგრაფია". ორი ამერიკელი გენიოსის ცხოვრება, რომლებიც 50-წლიანი შუალედით დაიბადნენ და ორივე კალიფორნიაში საკმაოდ ახალგაზრდები სიმსივნით გარდაიცვალნენ. 

ჩესკი, ყოფილი ბოდიბილდერი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ბიზნესი მან 2007 წელს წამოიწყო. 

მარკ ცუკერბერგი

ყველასთვის ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ძალიან ბევრს კითხულობს. მისი ბიბლიოთეკა ეკლექტურია, დაწყებული მეცნიერებიდან, დამთავრებული რელიგიური არამხატვრული ლიტერატურითა და ბიზნესზე დაწერილი წიგნებით. 

მისი საყვარელი წიგნები უილიამ ჯეიმსის "რელიგიური გამოცდილების ვარიაციები" და ჰენრი კისინჯერის "მსოფლიო წესრიგია". 

ტიმ კუკი

განდისა და ბობი კენედის ბიოგრაფიები, ჯონ ლუისის ნოველებთან ერთად, Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები. შესაძლოა, სწორედ მათ მისცეს ტიმ კუკს ძალა, რომ 2014 წელს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად ესაუბრა. 

ამასთან, ის მასთან დასაქმებულ ადამიანებს ურჩევს, რომ ჯორჯ სტალკ უმცროსისა და თომას ჰოუტის წიგნი "დროსთან კონკურენციაში" წაიკითხონ. 30 წლის წინ The Boston Consulting Group-ის ვიცეპრეზიდენტების მიერ დაწერილი წიგნი დროს ნამდვილად უძლებს. 

მასალა მომზადებულია The CEO Magazine-ზე დაყრდნობით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები