ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, ქოშიგორის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა ფშაველას VI კვარტლის, აკაკი გელოვანის, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, ყურაშვილის, ნოზაძის, სარიშვილის, უდაბნოს მონასტრის, აკაკი ბაქრაძის, ჩაჩავას, ხახულის, გრიგოლ ფერაძის, მაღლაკელიძის, პეტრე ქავთარაძის, ხელაშვილის, გვიმრაძის, ენუქიძის და სოლოღაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკორორაიონების, ალადაშვილის, ერევნის, ხეივნის, დმანისის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება."- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები