ნარკოტესტი

ამერიკელი კალათბურთელი ნარკოტესტში ჩაიჭრა, ტესტმა ორსულობა აჩვენა

News

ამერიკელი კალათბურთელი თამაშიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მან ნარკოტიკებზე შემოწმება ვერ გაიარა. ნარკოტესტმა აჩვენა, რომ ის ორსულად იყო.

D. J. Cooper-მა მონაკო "ოჯახური მიზეზების" გამო დატოვა. ბოსნიის ნაციონალურ გუნდში ნეიტრალური მოთამაშის ადგილის დასაკავებლად, მას ნარკოტესტი უნდა გაევლო. თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი შარდის ნიმუში შეიცავდა HCG-ს, ქორიონულ ჰორმონს, რომელიც ორსულობის დროს გამოიყოფა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შარდი არა კალათბურთელს, არამედ მის შეყვარებულს ეკუთვნოდა, რომელმაც, სავარაუდოდ, არაფერი იცოდა ორსულობის შესახებ.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თაღლითობისთვის D. J. Cooper გუნდიდან გარიცხა. ის გუნდში დაბრუნებას 2020 წლის ივნისამდე ვერ შეძლებს. 

კომენტარები