რუსეთი

რუსეთში სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად ევაკუაცია დაიწყო [VIDEO]

RL

5 აგვისტოს რუსეთში, ციმბირის სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქებას ევაკუაცია მოჰყვა. ექიმების ინფორმაციით, სულ მცირე, 8 ადამიანია დაშავებული.

რუსული მედიის TASS ინფორმაციის ერთ ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ეს ინფორმაცია უარყვეს.  

ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, კრასნოიარსკში აჩიკისის რაიონიდან, სადაც ალუმინის საწარმო მდებარეობს, 11 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ალუმინის საწარმოში რამდენიმე თანამშრომელი უსაფრთხოების მიზნით დატოვეს.

ალუმინის საწარმო სამხედრო ბაზიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად აჩინსკის რაიონში ალუმინის წარმოება შეჩერებულია. ჩინეთის შემდეგ რუსეთი ალუმინის ყველაზე დიდი მწარმოებელია. 

კომენტარები