გლობალური ეკონომიკა

სიღარიბესთან ბრძოლაში გამარჯვებული ქვეყნები

გასული 30 წლის განმავლობაში გაუსაძლისი სიღარიბის ნიშნულიდან მთელი მსოფლიოს მაშტაბით 1,1 მილიარდი ადამიანი ამოვიდა. ამ კუთხით ბოლო 30 წელი მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიისა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარების უნიკალური პერიოდია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს გაუსაძლის სიღარიბეში მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცხოვრობს. დაახლოებით 700 მილიონი ადამიანის შემოსავალი დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებია სწორედ, შემოსავლის ეს ნიშნული მიიჩნევა, სიღარიბის სტანდარტად. 2013 წლის მონაცემებით, ექსტრემალურ სიღარებეში მსოფლიოს მოსახლეობის 11% ცხოვრობდა. 

1990 წლისთვის გაუსაძლის სიღარიბეში მსოფლიოს მოსახლეობის 46 პროცენტი ცხოვრობდა, თითქმის 30 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 36%-ით არის შემცირებული. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამ დროისთვის აფრიკის სუბ-საჰარულ აფრიკაში ცხოვრობს.

დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში იმ ადამიანთა რიცხვი, ვისი შემოსავალიც დღეში 1,90 დოლარზე ნაკლებია 736 მილიონს შეადგენს. აქედან 413 მილიონი სწორედ, აფრიკის მკივდრია. გლობალური ეკონომიკის ზრდის არსებული ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში მომავალ წლებში კვლავაც მოსალოდნელია ექსტრემალური სიღარიბის შემცირება. 

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებულმა, ონლაინ-პლატფორმამ, GZERO Media-მ იმ დიდი სახელმწიფოების სია შექმნა, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიღარიბე ყველაზე მეტად შემცირდა.

ამ კუთხით საყოველთაო რეკორდი ჩინეთს უჭირავს, 1990 წლის შემდეგ, ჩინეთში სიღარიბის მაჩვენებელი 76%-ით შემცირდა. მას შემდეგ, რაც ჩინეთი გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა სიღარიბიდან 800 მილიონი ადამიანი ამოვიდა. 

კომენტარები