შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურმა გასულ ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი აღრიცხა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ კვირაში, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 3 168 გადამხდელი შეამოწმეს, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 134 შემთხვევა;
  • ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 35 ფაქტი;
  • მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 266 შემთხვევა.

კომენტარები