ქურდობა

ბანკომატის გაქურდვის მცდელობისთვის თბილისში სამი პირი დააკავეს

Ministry of Internal Affairs

სამართალდამცველებმა ბანკომატების გაქურდვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დავაკავეთ. ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1987 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ბ.გ. და 1985 წელს დაბადებული დ.მ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის 
მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის 
მცდელობის ფაქტებზე - საქართველოს სსკ-ს 19-177-ე და 177-ე მუხლის მე-3 
ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს", - აცადებს შსს და აღნიშნავს, რომ ქურდობის მცდელობისთვის დაკავებილებს მიმდინარე და გასულ წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული.

კომენტარები