ჰონგ-კონგი

ჩინეთი ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს აფრთხილებს: ცეცხლს ნუ ეთამაშებით

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჩინეთმა ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის გაფრთხილება გაავრცელა: "ცეცხლთან თამაში მხოლოდ ცუდად შემოგიბრუნდებათ"

ჩინეთის პოლიციის უფროსის თქმით მომიტინგეებმა ჩინეთის ცენტრალური მთავრობის პოზიციის სიმტკიცე ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ.

მისივე თქმით ქალაქში განვითარებული მოვლენების უკან ჩინეთის მოწინააღმდეგეები დგანან.

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით ძალიან საშიში სიტუაციის ზღვარზე დგანან. მან მომიტინგეები ექსტრადიციის კანონის საფარად გამოყენებაში დაადანაშაულა, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

ლამის თქმით, მთავრობამ კანონი და წესრიგი უნდა დაიცვას. "ეს არასამართლებრივი ქმედებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის 'ერთი ქვეყანა - ორი სისტემის' მოდელს, ეს ჰონგ-კონგის სტაბილურობასა და კეთილდღეობას გაანადგურებს," - აღნიშნა ლამმა.

გაფრთხილების პასუხად მომიტინგეთა ნაწილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დემოკრატიისაკენ სწრაფვას არ შეწყვეტენ.

5 აგვისტოს აზიის ფინანსურ ცენტრში ჰონგ-კონგში გაფიცვა დაიწყო - გაჩერებული იყო ტრანსპორტი, 230-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეჩერდა არაერთი მაღაზიის და დაწესებულებისმუშაობა.

ქალაქის სხვადასხვა რაიონში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები