მუსიკა

JOY DIVISION-ის იან კერტისის საფლავიდან ქვა კიდევ ერთხელ მოიპარეს

0 კომენტარი

პოპულარული პოსტ-პანკ ჯგუფის Joy Division-ის ვოკალისტის, იან კერტისის, საფლავიდან ქვა კიდევ ერთხელ მოიპარეს. 

იან კერტისის ფანმა, რომელმაც კუმირის საფლავი 3 აგვისტოს მოინახულა, შეამჩნია, რომ საფლავის ქვა, რომელზეც ყვავილებს დებდნენ, გამქრალი იყო. მაკლსფილდის სასაფლაოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედია Cheshire Live-ს დაუდასტურა, რომ ქვა ნამდვილად წაღებულია. მათივე განმარტებით, ქვა ოთხკუთხედი ფორმისაა, შუაში კი ყვავილების ჩასადებად სპეციალურადაა ამოჭრილი. სასაფლაოს ხელმძღვანელობის თქმით, ქვა უკვე ჩაანაცვლეს. 

ქვაზე, რომელიც მოიპარეს, მუსიკოსის სახელი და გვარი, გარდაცვალების თარიღი და სიტყვები "Love Will Tear Us Apart" ეწერა, რაც Joy Division-ის ერთერთი ყველაზე პოპულარული ჰიტის სათაურია.

საფლავის ქვა ანალოგიური წარწერით 2008 წელსაც მოიპარეს. 

მუსიკოსმა იან კერტისმა თავი 1980 წელს მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ის სულ რაღაც 23 წლის იყო, არაერთი საკულტო ჰიტი დატოვა. 2007 წელს რეჟისორმა ანტონ კორბინმა მასზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სახელწოდებით "კონტროლი". 2014 წელს კი კერტისის ცოლმა დებორმა მემუარები გამოუშვა, რომელიც მისი და იან კერტისის თანაცხოვრებაზეა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები