სექსი დიდ ქალაქში

5 რამ, რაც Sex and the City-ის შესახებ არ იცოდით

0 კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ სერიალ Sex and the City-ის ბოლო სერიის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ის აქტუალობას მაინც არ კარგავს. 

სანამ გადამღები ჯგუფი კვლავ იმაზე კამათობს, უნდა გამოვიდეს, თუ არა ფილმის მესამე ნაწილი, Vogue-ზე დაყრდნობით 5 უცნაურ და სახალისო ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც სერიალის შესახებ არ იცოდით:

1. სატელევიზიო შოუს მიერ მაღალი მოდის სიყვარულის მიუხედავად, სერიალის რამდენიმე ეპიზოდში მეორეული ტანსაცმელიც იყო გამოყენებული. მაგალითად, ცნობილი ბალერინას ქვედაბოლო, რომელიც სარა ჯესიკა პარკერს სერიალის პირველი სეზონის გამხსნელ რგოლში აცვია, 5$-დაა ნაყიდი. შოუს სტილისტის, პატრიშა ფილდის, მიხედვით, ეს ეს წამის მეასედში მიღებული გადაწყვეტილება იყო. 

"შოურუმში ვიყავი და ტანსაცმელი იატაკზე ეყარა, თითოეული 5 დოლარად და მათ შორის იყო ეს კაბაც, რომელიც ავიღე და გავიფიქრე "უბრალოდ, ეს იყოს,"- ყვება ფილდი. 

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ქერი ბრედშოუს სააბაზანოს სარკეს ეხება. რამდენიმე დღით ადრე სარა ჯესიკა პარკერმა ქმართან, მეთიუ ბროუდერიკთან, ერთად ეს სარკე საკუთარი სახლისთვის შეათვალიერა, თუმცა ყიდვა გადაიფიქრეს. მოგვიანებით, ისინი ისევ მივიდნენ იმავე მაღაზიაში და როდესაც სარკე მოიკითხეს, გამყიდველმა მათ უთხრა, რომ სარკე "რაღაც შოუსთვის" იყიდეს. პარკერი ძალიან გაოცებული აღმოჩნდა, როდესაც სარკე მან ქერი ბრედშოუს სააბაზანოში აღმოაჩინა. 

"ის დაფრთხა, როდესაც სარკე ჩვენს გადასაღებ მოედანზე დაინახა," - ყვება დიზაინერი ჯერემი კონვეი. 

2. კიმ კეტრალმა სამანტას როლი სამგზის უარყო, სანამ სერიალის შემქმნელებს დათანხმდებოდა. 

"დავიწყებდი წიგნის წაკითხვას და მერე ოთახის მეორე ბოლოში მოვიქნევდი ხოლმე, რადგან ძალიან დეპრესიული იყო. მერე როლი შემომთავაზეს, ისევ დავიწყე წიგნის კითხვა და ისევ არ მიფიქრია, რომ ეს ჩემთვის იყო. მე, უბრალოდ, არ მადარდებდნენ პერსონაჟები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაერთხელ შევხვდი სერიალის შემქმნელებს, დამარწმუნეს, რომ სამანტა არ იყო სულელი, 2-განზომილებიანი პერსონაჟი და მე საბოლოოდ ვთქვი კი,"- ყვება მსახიობი. 

თავდაპირველად სამანტას როლზე ლუ თორნტონი განიხილებოდა, თუმცა სერიალის შემქმნელმა, დარენ სტარმა, გადაწყვიტა, რომ ის არ გამოდგებოდა, რადგან როლისთვის ახალგაზრდა იყო. 

"პრობლემა ის იყო, რომ თორნტონი სულ რაღაც 30-ს გადაცილებული იყო და მთლიანად ცვლიდა იმას, ვინც სამანტა უნდა ყოიფლიყო. სამანტა დანარჩენ გოგოებზე 10 წლით უფროსი იყო, სულ სხვა გამოცდილების,"- თქვა სტარმა. 

3. ქერი ბრედშოუს სერიალში ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავდა, თუმცა თავად სარა ჯესიკა პარკერი სერიალში მონაწილე მსახიობებიდან მხოლოდ ერთს ხვდებოდა. მოემზადეთ... დაახლოებით, 10 წლით ადრე, სანამ სერიალის გადაღებას დაიწყებდნენ, პარკერი ბრმა პაემანზე იმყოფებოდა უილი გარსონთან. უილი სწორედ ის არის, ვინც სერიალში სტენფორდ ბლეჩის როლს ასრულებს, ქერი ბრედშოუს გეი საუკეთესო მეგობრის. 

"სარას 15 წელია, ვიცნობ - ჩვენ ერთხელ ერთმანეთს შევხვდით, ძალიან ხანგრძლივი ფლირტი გვქონდა და საბოლოოდ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. ვფიქრობ, ეს შოუდანაც ჩანს. სასაცილოა, რომ ერთერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველა მისი მეგობარი გეია, გარდა უილი გარსონისა,"- თქვა გარსონმა. 

4. Sex and the City-ის ყველა მაყურებელმა იცის, რომ ქერი ბრედშოუს გული სინამდვილეში მის ფეხსაცმელებს ეკუთვნის, თუმცა საათობით მანოლო ბლანკისა თუ სხვა ცნობილი ბრენდების ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ, მსახიობს ფეხებზე პრობლემები შეუქმნა. 

"10 თუ მეტი წლის განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით ქუსლებზე დავრბოდი. დღეში 18 საათის განმავლობაში ვმუშაობდი და არასდროს ვიხდიდი მათ. მე ძალიან ლამაზი ფეხსაცმელები მეცვა, ზოგიერი უფრო კარგი, ვიდრე დანარჩენები და არასდროს მიწუწუნია ამაზე," - ყვებოდა მოგვიანებით სარა ჯესიკა პარკერი. თუმცა, ექიმთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მას მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებამ პრობლემები შეუქმნა. 

"ფეხების ექიმთან მივედი და მან მითხრა 'შენი ფეხები ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი კეთებაც არ უნდა შეეძლოს. ხედავ ამ ძვალს? - შენ შექმენი ის. ძვალი აქ არ უნდა იყოს'," - ამბობს პარკერი. 

5. როგორც ქერი არაერთხელ ახსენებს სერიალში, ნიუ-იორკი სერიალის ზუსტად ისეთივე გმირია, როგორიც დანარჩენი 4 ქალი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წამყვანი პერსონაჟების სახლების მისამართები სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს.

ქერი ამბობს, რომ მისი სახლი მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში მდებარეობს, თუმცა სინამდვილეში სახლი, რომელიც სერიალში ქერი ბრედშოუს აპარტამენტადაა წარმოდგენილი, ვესტ ვილიჯში დგას და ის არც ისე პატარა და მოკრძალებულია, როგორიც ეს სერიალიდან გვგონია. სინამდვილეში სახლი 4 104 კვადრატული მეტრისაა და 10 ოთახს მოიცავს. 2012 წელს სახლი ანონიმურმა მყიდველმა $9.85 მილიონად იყიდა, მომდევნო წელს კი ის $13.25 მილიონად გაყიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები