ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 3.75 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 5.28-ით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 აგვისტოს სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.75 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 5.28 თეთრი. ამრიგად, ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9321 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2840 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართებითაც.

თითქმის ორი თვეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრზე მეტითაა გაუფასურებული. ლარი გასული კვირის ბოლოს გამყარდა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები