ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

7 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულის და ჭალადიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები