ბრაზილია

ნარკომოვაჭრემ, რომელმაც თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციხიდან გაქცევა სცადა, თავი მოიკლა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრემ, რომელმაც თავისი შვილის ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციხიდან გაქცევა სცადა, თავი მოიკლა.

42 წლის ნარკობანდის ლიდერი, კლოდინო და სილვა, რომელსაც 73 წელი და 10 თვე ჰქონდა მისჯილი, საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

რიოს ციხის უწყების ინფორმაციით, მანი თავი ზეწრის მეშვეობით ჩამოიხრჩო.

რიო დე ჟანეიროს ციხის უწყებამ სილვას გაქცევის მცდელობის შემდეგ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც მას შვილის ტანსაცმელი აცვია, სილიკონის ნიღაბი და ბიუსტჰალტერი უკეთია და ყველაფერს თანმიმდევრულად იშორებს.

ექსპერტების თქმით, წლიურად ასობით პატიმარი კვდება ბრაზილიის ციხეებში, რაც ძალადობრივი სისტემითაა განპირობებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები