უბედური შემთხვევა

თუშეთის ბილიკზე ველოსიპედიდან ტურისტი გადმოვარდა, 72 წლის კაცი ვერტმფრენით გადაიყვანეს

მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან ტურისტი, სლოვენიის მოქალაქე გადავარდა. 72 წლის მამაკაცი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველოტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები