ოკუპირებული რეგიონი

ვლადიმირ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

0 კომენტარი
ფოტო: sputnik

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, მათ ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ჩვენ ეს შეხვედრა დავგეგმეთ იმ მიზნით, რომ განგვეხილა ის პროექტები, ძირითადად სოციალური პროექტები. რა ეტაპზეა ისინი, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი და უნდა გაკეთდეს უახლოეს დროში",- თქვა პუტინმა. 

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ არჩევნები, დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდება და ხელს შეუწყობს რეგიონის სამომავლო სტაბილურობას. 

თავის მხრივ ხაჯიმბამ პუტინს შეხვედრისთვის და იმ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა, "რომელსაც ის აფხაზი ხალხის მიმართ იჩენს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები