ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ საზღვარი დროებით ჩაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა ე.წ საზღვარი დროებით ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა Facebook გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ე.წ საზღვრის ჩაკეტვა 2008 წლის მოვლენების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება. 

"გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება",- წერია ე.წ კომიტეტის განცხადებაში. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები