ტვ პირველის საქმე

ბოკერია: ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი პრიორიტეტი იყო

"ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტი" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგია ბოკერია.

ბოკერიას შეფასებით, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო ქვეყნის მარცხი და ქართული ოცნების გამარჯვება და იგივე გაგრძელდება TV პირველთანაც, რადგან ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაა.

"რუსთავი 2-ის ძალიან სამწუხარო ამბავი, იყო მათი წარმატება და ქვეყნის მარცხი და არა რუსთავი 2-ის. ახლა ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს მცდელობა გაგრძელდება TV პირველთან დაკავშირებით, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორ ც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა, ძალიან მნიშვნელოვანმა მედიამ. ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და მისი გუდნი," - ამბობს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი, გუშინ, 6 აგვისტოს, პროკურატურაში დაიბარეს. ვატო წერეთლის თქმით, შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემს.

წაიკითხეთ სრულად აქ.

კომენტარები