ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კანადაში როჯერსის თასის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Nikoloz Basilashvili Facebook

კანადაში მიმდინარე როჯერსის თასის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. მან სამ სეტში ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა.

მანამდე ბასილაშვილმა სერბ დუშან ლაიოვიჩს ასევე სამ სეტში ანგარიშით 3:6, 6:4, 6:4 მოუგო.

შემდეგ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილმა ზვერევი გასულ თვეს ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა.

ამჟამად ის მსოფლიო რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

კომენტარები