ავსტრალია

ავსტრალიელ ქალზე ტინდერზე გაცნობილმა კაცმა იძალადა

News

ავტრალიელი ქალზე, რომელიც დასასვენებლად ევროპაში იმყოფებოდა, ტინდერზე გაცნობილმა კაცმა იძალადა.

კარენ სადლერი ესპანეთში, იბიცაზე იმყოფებოდა, როდესაც გაცნობის აპლიკაცია ტინდერზე კაცი გაიცნო და მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

მსხვერპლის თქმით, კაცს თავის პროფილზე ეწერა, რომ 48 წლის, ჰარვარდ დამთავრებული იურისტი და ბიზნესმენი იყო, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა.

ისინი სადილის შემდეგ მოძალადის ვილაში წავიდნენ, კარენის წასვლის დრო რომ დადგა, მან ქალი კარებამდე მიაცილა, შემდეგ კი თავს დაესხა.

კაცმა ქალს თავის არეში დარტყმა მიაყენა, კიბიდან დააგორა და გათიშა.

კარენი ტაქსის მძღოლმა გადაარჩინა, რომელმაც ის საავადმყოფოში წაიყვანა.

თავდასხმის შედეგად ქალს ტვინის შერყევა და თვალზე ჭრილობა აღენიშნებოდა.

ჯერჯერობით ტინდერს ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ტინდერი ონლაინ გაცნობის აპლიკაციაა, მას 2019 წლის მონაცემებით 50 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია გაცნობის აპლიკაციებს შორის.

კომენტარები