შემოსავლების სამსახური

ფოთში ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილ გაყინულ ქათამში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთის პორტში ნიდერლანდებიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 28 000 კგ ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.

"6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

ცნობისთვის, სალმონელა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიაა, რომელიც საჭმლის მომნელებენ სისტემას აზიანებს.

კომენტარები