აგვისტოს ომი

გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა

პირველი არხი

გორში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინიციატივით აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა. ნამუშევარი მხატვარ გიორგი გაგოშიძეს ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ ამ კედელს 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა.  

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები