მკვლელობა

შურისძიების მოტივით მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ნ.ჩ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი კვალი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 მარტს, ნ.ჩ. შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.ნ.-ს საკუთარი ავტომანქანით დაეჯახა და მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნ.ნ. გარდაიცვალა",- წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები