ლარის გაუფასურება

ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად - ლარის გაუფასურებაზე სტენსილი გამოჩნდა

გიორგი გაგოშიძე / facebook

ქუჩის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ ახალი სტენსილი შექმნა, რომელიც ლარის გაუფასურებას ეხება. 

"ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად"- წერს მხატვარი Facebook-ზე. 

ეროვნული ბანკის ცნობით, 7 აგვისტოს სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.17 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.34 თეთრით გამყარდა. ამრიგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9338 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.2806 ლარი.

თითქმის ორი თვეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრზე მეტითაა გაუფასურებული. ლარი გასული კვირის ბოლოს გამყარდა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა. 2 აგვისტოდან კი ლარი კვლავ უფასურდება.

კომენტარები