ტვ პირველის საქმე

TV პირველის დამფუძნებელი, ვახტანგ წერეთელი, სასამართლოში 15:00 საათზე დაიკითხება

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დღეს, 8 აგვისტოს, 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით დაიკითხება.

ცნობისთვის, TV პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი 6 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს. ვატო წერეთლის თქმით, იგი შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემდა.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

წაიკითხეთ სრულად აქ.

კომენტარები