რუსეთი

რუსეთში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

TASS

რუსეთის ფედერაციის სტატისტიკური სააგენტოს Rosstat-ის ინფორმაციით, რუსეთში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 

2017 წლის მონაცემებით, 18 წლამდე რუსი ბავშვების 26% თვიურად 150 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. 

ამ ბავშვებიდან ნახევარი ცხოვრობს ოჯახში, სადაც სამი ან მეტი ბავშვია. 

რუსეთის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების 45% სოფელში, ხოლო 18% ქალაქში ცხოვრობს. 

Rosstat-ის იანვარი-მარტის მონაცემებით, რუსეთში მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი 14.3% არის - 20,9 მილონი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

გასული წლის იანვარი-მარტის მონაცემებით ეს რიცხვი 13.9% იყო (ამჟამინდელთან შედარებით, ნახევარი მილიონი ადამიანით ნაკლები - 20.4 მილიონი). ჯამში, 2018 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 18.4 მილიონი რუსი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის 12.6% იყო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა განცხადა, რომ რუსეთმა 6 წელიწადში სიღარიბის დონე უნდა გაანახევროს და სამუშაო ადგილები შექმნას. პუტინმა რუს კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურად 5 წამყვან ქვეყანას შორის უნდა იყოს და მომდევნო ათწლეულში მშპ 1.5-ჯერ გაზარდოს.

კომენტარები