აშშ

კალიფორნიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ცივი იარაღით 4 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა

CNN

აშშ-ის კალიფორნიის შტატში დააკავეს კაცი, რომელმაც ცივი იარაღით 4 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა.

თავდამსხმელმა 2 ადამიანი საკუთარ სახცოვრებელ კომპლექსში მოკლა, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე ქალი დაჭრა და გაძარცვა. ის კიდევ ერთ ბენზინგასამართ სადგურს დაესხა თავს სადაც კაცი დაჭრა. ამის შემდეგ ის 7-eleven-ის მაღაზიის დაცვას დაესხა თავს, დაჭრა და ცეცხლსასროლი იარაღი მოპარა. დაცვის თანამშრომელი მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. თავდამსხმელმა კიდევ ერთი ადამიანი Subway-ს რესტორანში მოკლა.

პოლიციამ ის საკუთარ მანქანაში იპოვა და ადგილზე დაკავა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დამნაშავის ვინაობა არ საჯაროვდება. პოლიცია თავდასხმის მოტივად ძარცვას ასახელებს.

კომენტარები