მარტო სახლში

ფილმ "მარტო სახლშის" ახალ ვერსიას მაკალეი კალკინი ტვიტერზე გამოეხმაურა

საკულტო ფილმის "მარტო სახლშის" ვარსკვლავი მაკალეი კალკინი დისნეის მიერ გავცელებულ ინფორმაციას ფილმის რიმეიქის შესახებ ტვიტერზე გამოეხმაურა.

"ასეთი იქნება "მარტო სახლშის" რიმეიქი", - ასეთ აღწერას უკეთებს მსახიობი საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს.

დისნეი ფილმის "მარტო სახლში" რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდიამ გუშინ გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც დისნეიმ "20th Century Fox" შეისყიდა, იგი ფრენჩაიზების ავტომატური მფლობელი გახდა.

საშობაო კლასიკად ქცეული ფილმი "მარტო სახლში" პირველად 1990 გადაიღეს.

რომელი მსახიობები ითამაშებენ საკულტო ფილმის რიმეიქში ჯერჯერობით ცნობილი არაა. ასევე უცნობია სხვა ყველა დეტალი ფილმის შესახებ.

კომენტარები