რუსული ოკუპაცია

საგარეო: გორში, სოფელ გუგუტიანთკართან რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა განახლდა

radiotavisupleba.ge

"2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ეს ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებსაც მიეწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აბობენ, რომ ეს უკანონო სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახება.

"ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს", - წერია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები