რუსეთი

არხანგელსკში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდისას აფეთქდა, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით არხანგელსკის რეგიონში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდისას აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 4.

აფეთქებამ ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

სამინისტროს განცხადებით აფეთქებას რადიოაქტიური ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია.

ეს მიმდინარე კვირაში რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქების მეორე შემთხვევაა.

5 აგვისტოს რუსეთში, ციმბირის სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქებას ევაკუაცია მოჰყვა. ექიმების ინფორმაციით, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.

რუსული მედიის TASS ინფორმაციის ერთ ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები