გერმანია

გერმანიის ზოოპარკში ლომმა 2 ახალშობილი ბოკვერი შეჭამა

CNN

დედა ლომმა გერმანიაში, ლაიფციგის ზოოპარკში, 2 ახალშობილი ბოკვერი მშობიარობიდან მესამე დღეს შეჭამა. ეს ლომისთვის პირველი მშობიარობა იყო.

ზოოპარკის ინფორმაციით, 15 წელია გასული მას შემდეგ, რაც ლაიფციგის ზოოპარკში ლომი არ დაბადებულა.

ზოოპარკმა ლომის ნაშიერების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, "შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ",- დაწერეს მათ.

"ზოოპარკმა კარგად უნდა შეამოწმოს, თუ იგივე ლომი შემდეგშიც ჩაიდენს მსგავს საქციელს. თუ ანალოგიური შემთხვევა არ განმეორდება მომავალში, მაშინ მიზეზად დედის გამოუცდელობა შეგვიძლია ჩავთვალოთ",- თქვა მარენ ჰაკმა, დერბის უნივერსიტეტის ცხოველთა ქცევის ეკოლოგიის ლექტორმა.

კომენტარები