ტვ პირველის საქმე

წერეთელი: მამაჩემზე უნდათ საქმის აღძვრა, ამით შეეცდებიან ჩემზე მანიპულირებას

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას", - ამის შესახებ დაკითვიდან გამოსულმა TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთლმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

TV პიველის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მან სცადა კითხვის დასმა, რომ გაერკვია, თუ ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარი იმ საქმეში, რაზეც იგი გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მაგრამ, როგორც წერეთელი აღნიშნავს, მოსამართლემ გააჩერა, რადგან მას კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა.

"ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული და მომჩივანი. მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის, მაგრამ ამ საკითხს არც დაზარალებული ყავს და არც მომჩივანი.

​იმ ქვეყანაში სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის უკან მომხდარ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული და არც მომჩივანი მხარე არ ჰყავთ, ესაა, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ეჭვი. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას... ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუაგულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები.

კითხვები დამისვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზეც, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ მახსოვს", - თქვა ვახტანგ წერეთელმა.

ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი 6 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს. წერეთლის თქმით, იგი შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემდა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები