ესპანეთი

ქალაქი, რომლის აუზებში ქალებს წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში ბანაობა შეუძლიათ

CNN

ბარსელონამ დაადასტურა, რომ ქალაქის აუზებში ქალებს წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში ბანაობა შეეძლებათ.

ბარსელონას საბჭოს სპიკერმა თქვა, რომ არსად კანონში არ წერია რისი ჩაცმა შეუძლიათ ადამიანებს მუნიციპალურ აუზებში, მაგრამ გენდერული დისკრიმინაცია აკრძალულია.

"ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქისთვის წელს ზემოთ შიშველი აუზზე ყოფნა არაფერი ახალი არაა, მუცინიპალური აუზების უმრავლესობაში ქალების ასეთ მდგომარეობაში სიარული ისედაც ნორმას წარმოადგენდა, ეს არ არის ახალი ინიციატივა",- თქვა მან.

კომენტარები