შსს

შსს-მ სიჩქარის მზომი ე.წ ჭკვიანი კამერები კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა

0 კომენტარი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიჩქარის მზომი ე.წ ჭკვიანი კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. 

ამასთან, შსს-ის ცნობით, ბოლო პერიოდში საავტომობილო სიჩქარის მზომი ე.წ ჭკვიანი კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 ადგილზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე - 8 და სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე კი 2 ადგილზე. 

უწყებისვე ცნობით, ამ დროისთვის სრული დატვირთვით 3 820 კამერა მუშაობს, რომელთაგანც 1 230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2 590 ზოგადი ხედვის ვიდეო კამერა. ამასთან, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიცია ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-დან 3 820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა," - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

სად დამაგრდა 11 ახალი "ჭკვიანი" კამერა: 

1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, 
მალთაყვის ხიდი - გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე 
კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი 
გრიგოლეთი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე 
(ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა 
- ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი 
ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი 
გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე 
(სოფელი ურეკი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი 
- ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი 
გრიგოლეთი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი 
- ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე 
კილომეტრამდე (სოფელი ურეკი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 
62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა - ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 
კმ/სთ;

9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა - 
ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 
კილომეტრამდე (ნატანები - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები - 
ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი 
ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები