იხილეთ ვენესუელაში მდებარე კარაკასის 126 წლის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შემზარავი ფოტოები.
მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი რეზერვუარი აქვს და ერთ დროს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. 2014 წლიდან ნავთობის ფასის კლებამ ქვეყნის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა.
სურსათის დეფიციტის შედეგად ხალხმა შიმშილობა დაიწყო, გაიზარდა კრიმინალის დონე, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებამ მეტი ფულის ბეჭდვა დაიწყო, რამაც ქვეყანაში ჰიპერ ინფლაცია გამოიწვია, ბოლო წლებში 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ვენესუელა.