მცოცავი ოკუპაცია

Coda Story-მ მცოცავ ოკუპაციაზე მინი დოკუმენტური ფილმი გადაიღო [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: Coda Story

Coda Story-მ მცოცავ ოკუპაციაზე მინი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფოტოგრაფმა თაკო რობაქიძემ წელიწადზე მეტი გაატარა იმ ოჯახებთან, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საოკუპაციო, მცოცავ ხაზთან ცხოვრობენ - "ქართველები 'მცოცავ ოკუპაციას' ეძახიან, რადგან რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაში უფრო ღრმად შემოიჭრნენ".

მინი დოკუმენტური ფილმიდან ვიგებთ, თუ როგორია მცოცავი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები