რკინიგზა

წლის პირველ ნახევარში რკინიგზის ტვირთბრუნვა 2%-ით გაიზარდა

flickr.com

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასი ტონით, ანუ 2%-ით გაიზარდა და 5.1 მილიონ ტონას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული შვიდი წლის მანძილზე რკინიგზის ტვირთბრუნვა პირველადაა გაზრდილი.

რკინიგზის გარდა, 100 ათასი ტონით, 13.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა და 300 ათასი ტონით სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთები, რამაც 11.5 მილიონი ტონა შეადგინა.

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს. უკანასკნელი მონაცემებით, საპარტნიორო ფონდი 481 მილიონ ლარიან ზარალშია.

კომენტარები