საბიუჯეტო ხარჯები

ბიუჯეტიდან გაცემული შრომის ანაზღაურების ხარჯი 47.5 მილიონით გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯმა 735.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 47.5 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

აქედან, თანამდებობრივი სარგოს ხარჯმა 507 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 40 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ამასთან, 13.1 მილიონი ლარითაა გაზრდილი დანამატების რიცხვი. შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯები კი 11.7 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 111.2 მილიონს შეადგენს.

ბიუჯეტის მონიტორიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ 2019 წლის პირველ ექვს თვეში სამივლინებო ხარჯებმა 40.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.4 მილიონი ლარით აღემატება.

კომენტარები