ამერიკულმა სააგენტო McGuffin-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია, თუ რომელი უფასო აპლიკაციებისთვის იქნებოდა უფრო მეტი ადამიანი გადაეხადა ფული და რამდენი იქნებოდა მზად ამისთვის.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულებისთვის ყველაზე ძვირფასი YouTube-ია. ვებ-გვერდით სარგებლობისთვის, გამოკითხულები თვეში საშუალოდ 4.2 დოლარს გადაიხდიდნენ. ვიდეო პლატფორმას Google Maps მოსდევს - გამოკითხულები საშუალოდ 3.48 დოლარს გაიღებდნენ თვეში, რათა გუგლის რუკებით ესარგებლად. Google Drive-ისთვის კი ისინი თვეში საშუალოდ 3.31 დოლარს გაიმეტებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებიდან ყველაზე მეტი, 89% იქნებოდა მზად თანხა Whatsapp-ით სარგებლობისთვის გაეღო. Youtube-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 72%-ს შეადგენს, ხოლო Facebook-ის შემთხვევაში 64%-ს.
აპლიკაციები, რომლებისთვისაც მომხმარებლები საშუალოდ ყველაზე მეტს გადაიხდიდნენ:
- Youtube - თვეში 4.20$, გადაიხდიდა გამოკითხულთა 72%
- Google Maps - 3.48$, გადაიხდიდა 78%
- Google Drive - 3.31$, გადაიხდიდა 79%
- Facebook - 2.92$, გადაიხდიდა 64%
- LinkedIn - 2.84$, გადაიხდიდა 79%
- FaceTime - 2.78$, გადაიხდიდა 79%
- Reddit - 2.74, გადაიხდიდა 77%
- Venmo - 2.73, გადაიხდიდა 66%
- Instagram - 2.56, გადაიხდიდა 70%
- Messenger - 2.52, გადაიხდიდა 66%