Coldplay

კრის მარტინი და გვინეტ პელტროუ ორმაგ პაემანზე კვლავ შენიშნეს

GoffPhotos.com

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი, რომლებიც 2014 წელს განქორწინდნენ, ჰემპტონსის პლაჟზე თავიანთ ახალ პარტნიორებთან ერთად ორმაგ პაემანზე შენიშნეს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წყვილი დაშორების შემდეგ დროს ერთად ატარებს. პელტროუ და მარტინი სწორედ იმით არიან ცნობილები, რომ დაშორების შემდეგაც ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას და ორმაგ პაემნებზეც დადიან ერთად. 

მუსიკოსმა და ბენდის Coldplay სოლისტმა, კრის მარტინმა, და მსახიობმა, გვინეტ პელტროუმ, 2003 წელს იქორწინეს. მათ ორი შვილი ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. განქორწინების შესახებ ოფიციალური საბუთი სასამართლომ 2016 წლის მარტში გამოიტანა. 

კრის მარტინი მსახიობს, 50 shades of Grey-ს ვარსკვლავს, დაკოტა ჯონსონს, ხვდება, გვინეტ პელტროუ კი სცენარისტსა და პროდიუსერ ბრედ ფალჩაკს. 

კომენტარები