ოჯახში ძალადობა

შსს: ოჯახში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს - 1980 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცველებმა გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის 5 აბი"- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები