ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთში ტაიფუნს 13 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი ევაკუირებულია

DW

ჩინეთის აღმოსავლეთით ტაიფუნ ლეკიმას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 16 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. ​ჭეძიანგის პროვინციიდან 1 050 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ათასზე მეტი ფრენა და მატარებლით გადაადგილება გაუქმდა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად 2.7 მილიონ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"სუპერ ტაიფუნი" 10 აგვისტოს ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციაში, ტაივანსა და შანხაის შორის არსებულ ქალაქში, ვენლინგში დაეშვა. 

თავდაპირველად, სიმძლავრის გამო მას "სუპერ ტაიფუნი" უწოდეს, თუმცა მიწამდე ჩამოსვლამდე მისი სიჩქარე ოდნავ შესუსტდა (187კმ/სთ).

ტაიფუნი ჩრდილოეთით, ჩინეთის აღმოსავლეთ არსებული ქალაქებისკენ გადაინაცვლებს, რამდენიმე საათში ტაიფუნს შანხაიში, ჩინეთის ფინანსურ ცენტრში ელოდებიან, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

ეს წელს მეცხრე და ერთერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

 

კომენტარები