რუსეთი

რუს ოპოზიციონერ ლიუბოვ სობოლის შტაბში სპეცრაზმი შეიჭრა [VIDEO]

ლიუბოვ სობოლი
RFE/RL

10 აგვისტოს რუს ოპოზიციონერ ლიუბოვ სობოლის შტაბში სპეცრაზმი შეიჭრა. 

სობოლი სახაროვას გამზირზე შეთანხმებულ აქციაზე დასასწრებად გასვლას აპირებდა, თუმცა მის სახლში მოულოდნელად სპეცრაზმი შეიჭრა. ამის შესახებ ლიუბოვ სობოლის Twitter-ის Live ჩანაწერიდან ვიგებთ. 

მისი თქმით, მაღალჩინოსნებს მისი აქციაზე გამოჩენა არ სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ჩატარება მთავრობასთან შეთანხმებული იყო. 

"არ გამოუვათ ჩვენი შეშინება" - მოუწოდებს სობოლი აქციაზე შეკრებილებს. 

Dozhd-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის შტაბიდან უკვე გაიყვანეს.

ლიუბოვ სობოლი ერთერთია იმ ოპოზიციონერ კანდიდატთაგან, რომელსაც მოსკოვის დუმის არჩევნებზე დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. ის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მთავარი ადვოკატია. გასულ დღეებში სობოლი რამდენჯერმე დააკავეს.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

კომენტარები